არქივი27 ივლისი, 2024, 14:53
თუშეთის გზაზე ჩამოტანილმა ნაშალმა სავალი ნაწილი ჩახერგა
თუშეთის გზაზე, ძლიერი წვიმის შედეგად ჩამოტანილმა ნაშალმა სავალი ნაწილი ჩახერგა. როგორც მოქალაქეები ამბობენ, ისინი უკვე რამდენიმე საათია გადაადგილებას ვერ ახერხებენ.
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, ნაშალი გზის რამდენიმე მონაკვეთზეა ჩამოსული. ადგილზე მიყვანილია სპეციალური ტექნიკა და გაწმენდით სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს.
არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 27 ივლისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.