არქივი26 ივლისი, 2024, 21:27
გზების დეპარტამენტში აცხადებენ, რომ რიკოთის მონაკვეთზე გზა გაწმენდილია და საავტომობილო მოძრაობა შეუფერხებლად მიმდინარეობს
რიკოთზე გზის სავალ ნაწილზე ჩამოსული წყლისა და ტალახის გამო ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეზღუდული იყო.
როგორც საავტომობილო გზების დეპარტამენტში „ინტერპრესნიუსს“ განუცხადეს, გზის მშენებარე მონაკვეთთან ჩამოსული წყალი და ტალახი უკვე გაწმენდილია
მათივე განცხადებით, ამ დროისთვის მოძრაობა რიკოთზე შეუფერებლად მიმდინარეობს.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 26 ივლისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.