არქივი16 თებერვალი, 2025, 11:53
თურქეთში ძლიერი მიწისძვრა მოხდა

თურქეთში, ქალაქ ბინგიოლში ძლიერი მიწისძვრა იყო. ბიძგების სიმძლავრემ 4.8 მაგნიტუდა შეადგინა. ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს.
თურქეთის საგანგებო სიტუაციებისა და კატასტროფების მართვის სააგენტოს განცხადებით, მიწისძვრა ადგილობრივი დროით 02:24 საათზე მოხდა.
ბიძგების ეპიცენტრი 12,79 კილომეტრის სიღრმეზე მდებარეობდა. ბინგიოლის გუბერნატორის განმარტებით, “მიწისძვრას რაიმე ნეგატიური შედეგი არ გამოუწვევია”.
არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 16 თებერვალი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.