არქივი9 თებერვალი, 2025, 16:53
კარიბის ზღვაში 7,6 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა

კარიბის ზღვის დასავლეთ ნაწილში, 7,6 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა, რამაც კაიმანის კუნძულებზე ცუნამის საფრთხე გამოიწვია. ინფორმაციას nbcnews-ი ავრცელებს.
აშშ-ის გეოლოგიური სამსახურის ცნობით, მიწისძვრა დაახლოებით 10 კილომეტრის სიღრმეზე დაფიქსირდა. ეპიცენტრი ჯორჯ თაუნიდან სამხრეთ-დასავლეთით, დაახლოებით 210 კილომეტრის დაშორებით მდებარეობდა.
კაიმანის კუნძულების სამთავრობო რისკების მართვის სააგენტო განმარტებით, ცუნამის რისკის გამო, ყოვლისმომცველი გაფრთხილება გამოიცა, თუმცა სააგენტოს განმარტებით ცუნამი არ დაფიქსირებულა.
წყარო: რუსთავი 2
არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 9 თებერვალი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.