ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ეგეოსის ზღვაში, 3-წუთიანი შუალედით, ორი ძლიერი მიწისძვრა მოხდა

ეგეოსის ზღვაში, 3-წუთიანი შუალედით, ორი ძლიერი მიწისძვრა მოხდა

ეგეოსის ზღვაში, 3-წუთიანი შუალედით, ორი ძლიერი მიწისძვრა მოხდა. პირველი მიწისძვრის სიმძლავრე 4,2 მაგნიტუდას შეადგენდა, მეორე მიწისძვრის სიმძლავრე კი 5.0 მაგნიტუდა იყო. ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს.

თურქეთის საგანგებო სიტუაციებისა და კატასტროფების მართვის სააგენტოს განმარტებით, მიწისძვრებს შორის შუალედი მხოლოდ 3 წუთი იყო – პირველი 10:46 საათზე მოხდა, მეორე კი 10:49 საათზე.

უწყების ცნობით, მიწისძვრების ეპიცენტრი 7 კილომეტრის სიღრმეზე მდებარეობდა.

ცნობისთვის, ეგეოსის ზღვაში უწყვეტი სეისმური აქტიურობის გამო, საბერძნეთის 4 კუნძულზე საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული, შეჩერებულია სასწავლო პროცესი. კუნძული სანტორინი, რომელიც სეისმურად აქტიურ ზონასთან ყველაზე ახლოს არის, მოსახლეობის უმეტესობამ უკვე დატოვა.

არქივის შესახებ

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 17 თებერვალი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.