ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

თურქეთში "მოსადთან" სავარაუდო კავშირისთვის 30-ზე მეტი პირი დააკავეს

თურქეთის ხელისუფლებამ 34 ადამიანი დააკავა, რომლებიც ისრაელის სადაზვერვო სამსახურ „მოსადთან“ კავშირში და თურქეთში მცხოვრები პალესტინელების წინააღმდეგ თავდასხმების ორგანიზებაში არაინ ეჭვმიტანილნი. ამის შესახებ 3 იანვარს თურქეთის ერთ-ერთმა მაღალჩინოსანმა განაცხადა და დასძინა, რომ „მოსადი“ თურქეთში ასევე აწარმოებდა აგენტების რეკრუტირებას.
დეკემბერში თურქეთმა ისრაელი გააფრთხილა, რომ თუ „მოსადი“ „ჰამასის“ წევრების წინააღმდეგ პალესტინელების ტერიტორიის გარეთ, მათ შორის თურქეთში, ოპერაციებს განახორციელებდა, ამას „სერიოზული შედეგები“ მოჰყვებოდა. პრეზიდენტმა რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა თქვა, რომ ასეთი მოქმედება შეცდომა იქნებოდა.
თურქეთი, თავისი დასავლელი მოკავშირეებისა და ზოგიერთი არაბული სახელმწიფოსგან განსხვავებით, „ჰამასს“ტერორისტულ ორგანიზაციად არ მიიჩნევს.
ისრაელის პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაციასა და საგარეო საქმეთა სამინისტროს დაკავებების თაობაზე კომენტარი არ გაუკეთებიათ.

არქივის შესახებპირველწყარო: www.amerikiskhma.com ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 3 იანვარი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.