არქივი31 დეკემბერი, 2023, 05:25
თურქეთში „ისლამურ სახელმწიფოსთან“ კავშირში ეჭვმიტანილი 189 პირი დააკავეს
თურქეთში „ისლამურ სახელმწიფოსთან“ კავშირში ეჭვმიტანილი 189 პირი დააკავეს. ამის შესახებ DW წერს.
რეიდები ქვეყნის 37 ქალაქსა და პროვინციაში ჩატარდა. მათ შორის, ანკარაში, სტამბოლში, ანტალიაში, ბურსაში, დიარბაქირსა და გაზიანტეპში. ხელისუფლების ცნობით, ეჭვმიტანილები სინაგოგებსა და ეკლესიებზე გეგმავდნენ თავდასხმას.
არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 31 დეკემბერი, 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.