ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

თურქეთში, "ისლამურ სახელმწიფოსთან“ კავშირში ეჭვმიტანილი 189 პირი დააკავეს

თურქეთში, "ისლამურ სახელმწიფოსთან“ კავშირში ეჭვმიტანილი 189 პირი დააკავეს. რეიდები ქვეყნის 37 ქალაქსა და პროვინციაში ჩატარდა, მათ შორის ანკარაში, სტამბოლში, ანტალიაში, ბურსაში, დიარ-ბაქირსა და გაზიან-ტეპში.
ხელისუფლების ცნობით, ეჭვმიტანილები სინაგოგებსა და ეკლესიებზე თავდასხმას გეგმავდნენ. ცოტა ხნით ადრე, თურქეთმა ისლამური სახელმწიფოს წევრობაში ეჭვმიტანილი 32 პირის დაკავების შესახებაც განაცხადა, რომლებიც ხელისუფლების თქმით, ერაყის საელჩოზე გეგმავდნენ თავდასხმას.

არქივის შესახებპირველწყარო: rustavi2.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 31 დეკემბერი, 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.