საგარეო საქმეთა მინისტრი: სომხეთი განიხილავს ევროკავშირის წევრობის პერსპექტივას
სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, არარატ მირზოიანის თქმით, მისი ქვეყანა განიხილავს განაცხადის შეტანას ევროკავშირში გაწევრიანებისთვის, - რაც კიდევ ერთი ნიშანია ერევნის მცდელობისა დისტანცირდეს ტრადიციული მოკავშირე რუსეთისგან.
"სომხეთში ამჟამად აქტიურად მიმდინარეობს ბევრი ახალი შესაძლებლობის განხილვა, და საიდუმლოს არ გავთქვამ, თუკი ვიტყვი, რომ არსებობს იდეა, რომელიც მოიცავს ევროკავშირში გაწევრიანებას", - უთხრა მირზოიანმა თურქეთის საერთაშორისო ტელეარხს, TRT-ს, ანტალიაში მიმდინარე დიპლომატიური ფორუმის პარალელურად.
"სომეხ ხალხს აქვს ევროპული მისწრაფებები... ახლა პროცესს გავდივართ... და ვერავინ დარწმუნებით ვერ იტყვის და ვერ იწინასწარმეტყველებს ამ პროცესის დასასრულს", - დასძენს სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 9 მარტი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.