პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

თსუ-ს უმაღლესი შეფასებით - სრული და უპირობო ავტორიზაცია მიენიჭა

თსუ-ს უმაღლესი შეფასებით - სრული და უპირობო ავტორიზაცია მიენიჭა. ამის შესახებ ინფორმაციას უნივერსიტეტის ადმინისტრაცია ავრცელებს.
როგორც გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, აღნიშნული გადაწყვეტილება უცხოელი და ქართველი მაღალკვალიფიციური ექსპერტების შეფასების საფუძველზე იქნა მიღებული.
„ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს უმაღლესი შეფასებით - სრული და უპირობო 6-წლიანი ავტორიზაცია მიენიჭა. აღნიშნული გადაწყვეტილება უცხოელი და ქართველი მაღალკვალიფიციური ექსპერტების შეფასების საფუძველზე, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭომ დღეს მიიღო.
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ულოცავს ამ წარმატებას თსუ პროფესორ- მასწავლებლებს, სტუდენტებსა და ადმინისტრაციის წარმომადგენლებს, რომელთა თავდაუზოგავი შრომით უნივერსიტეტმა ღირსეული შედეგი მიიღო,“ - ნათქვამია ინფორმაციაში.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 26 აგვისტო 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.