პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

თსსუ - თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი სრულად და უპირობოდ ავტორიზებულია

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი სრულად და უპირობოდ ავტორიზებულია, - ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი ავრცელებს.
„2024 წლის 30 აგვისტოს ჩატარდა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს სხდომა.
სხდომაზე, საერთაშორისო და ადგილობრივ ექსპერტთა შეფასებების განხილვის შემდგომ, საბჭომ ერთხმად მიიღო გადაწყვეტილება ავტორიზაციის საერთაშორისო მოთხოვნებთან თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სრული შესაბამისობის და მაქსიმალური შეფასებით ავტორიზაციის ახალი, 6 წლის ვადით მინიჭების შესახებ“, - ნათქვამია თსსუ-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 30 აგვისტო 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.