ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტმა 6-წლიანი ავტორიზაცია მოიპოვა
ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ავტორიზაციის საბჭომ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტს 6-წლიანი ავტორიზაცია მიანიჭა. ამის შესახებ ინფორმაციას ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი ავრცელებს.
მათი ცნობით, გრძელვადიანი ავტორიზაცია უნივერსიტეტის განვითარებასა და ინოვაციების დანერგვას ნიშნავს, რაც სტუდენტებისთვის მაღალი ხარისხის განათების შეთავაზებას გამოიწვევს.
„ეს წარმატება ჩვენი მეცნიერების, პროფესორ-მასწავლებლების, თანამშრომლებისა და სტუდენტების შრომისა და ერთგულების შედეგია. მადლობას ვუხდით ყველას, ვინც წვლილი შეიტანა ამ მნიშვნელოვან პროცესში: ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს, ავტორიზაციის საბჭოს, ექსპერტებს და უნივერსიტეტის ყველა გულშემატკივარს.
გრძელვადიანი ავტორიზაცია ნიშნავს, რომ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი კვლავაც გააგრძელებს განვითარებას და ინოვაციების დანერგვას, რათა ჩვენს სტუდენტებს მაღალი ხარისხის განათლება შევთავაზოთ.
ვულოცავთ სტუდენტებს, მეცნიერებს, პროფესორ-მასწავლებლებს, ადმინისტრაციის თანამშრომლებს ამ მნიშვნელოვან გამარჯვებას და წარმატებებს ვუსურვებთ”, - ნათქვამია ინფორმაციაში.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 29 აგვისტო 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.