ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

თორნიკე რიჟვაძე - „ბათუმობას“ ვულოცავ თითოეულ ბათუმელს და ყველას, ვისაც უყვარს ბათუმი

„ბათუმობასთან“ დაკავშირებით აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, თორნიკე რიჟვაძე სოციალურ ქსელში მისალოც ტექსტს აქვეყნებს და აღნიშნავს, რომ ბათუმს არაერთი გამარჯვება და აღიარება ჯერ კიდევ წინ აქვს.
როგორც თორნიკე რიჟვაძე სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ წერილში წერს, ბათუმმა ბოლო წლების განმავლობაში არაერთი მნიშვნელოვანი საერთაშორისო აღიარება მოიპოვა ტურიზმის, სპორტის, კულტურის, საინვესტიციო მიმართულებით.
"ჩვენი ქალაქის დღესასწაულს ვულოცავ თითოეულ ბათუმელს და ყველას, ვისაც უყვარს ბათუმი.
ბათუმის საერთაშორისო ცნობადობა და პოპულარობა ყოველდღიურად იზრდება, ჩვენი ქალაქი მრავალმხრივ საინტერესო და მიმზიდველია, თუმცა ბათუმის უნიკალობა ბათუმელებშია.
ბათუმში ხორციელდება ფუნდამენტურად მნიშვნელოვანი პროექტები. ჩვენმა ქალაქმა ბოლო წლების განმავლობაში არაერთი მნიშვნელოვანი საერთაშორისო აღიარება მოიპოვა ტურიზმის, სპორტის, კულტურის, საინვესტიციო მიმართულებით და არაერთი გამარჯვება და აღიარება ჯერ კიდევ წინ აქვს”, - წერს თორნიკე რიჟვაძე.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 27 აპრილი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.