თორნიკე რიჟვაძე გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) საქართველოს ოფისის ხელმძღვანელს იესპერ მოლერს შეხვდა
აჭარის მთავრობის მეთაური თორნიკე რიჟვაძე გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელს საქართველოში იესპერ მოლერს შეხვდა.
ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის მთავრობა ავრცელებს.
მათივე ცნობით, შეხვედრაზე შეაფასეს UNICEF-ის მხარდაჭერით განხორციელებული პროგრამები რეგიონში. ხაზი გაესვა ბავშვთა უფლებების შესახებ ცნობიერების ამაღლების მნიშვნელობას.
„UNICEF-ის მხარდაჭერით ბათუმი „ადრეული განათლება და ზრუნვის“ მესამე საერთაშორისო კონფერენციას უმასპინძლებს, რომლის მიზანია ინკლუზიურ საკითხებზე ადრეული განათლების ხელმისაწვდომობა.
აჭარაში "UNICEF"-ის არაერთი მნიშვნელოვანი პროგრამა ხორციელდება. თანამშრომლობა, მოიცავს ჯანმრთელობის, სოციალურ და საგანმანათლებლო სფეროებს. შეხვედრაზე საუბარი შეეხო ბათუმში განხორციელებული მასშტაბური სოციალური პროექტის ე.წ. ოცნების ქალაქის და იქ მცხოვრები ათასობით ადამიანის საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებას“, - ნათქვამია ინფორმაციაში.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 1 მაისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.