ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

თორნიკე რიჟვაძე გაერო-ში სხვადასხვა ქვეყნის მუდმივ წარმომადგენლებს შეხვდა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე გაერო-ში სხვადასხვა ქვეყნის მუდმივ წარმომადგენლებს შეხვდა.
ინფორმაციას აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა ავრცელებს.
მათივე ცნობით, შეხვედრაზე თორნიკე რიჟვაძემ მადლიერება გამოხატა საქართველოსა და აჭარის რეგიონში გაეროს აქტიური მუშაობისთვის და სტუმრებს რეგიონის ეკონომიკური შესაძლებლობები და ტურისტული პოტენციალი გააცნო.
„მხარეებმა საქართველოსა და გაერო-ს შორის თანამშრომლობა პოზიტიურად შეაფასეს.
აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა, ჯაბა ფუტკარაძემ სტუმრებს აჭარის საინვესტიციო გარემოს შესახებ პრეზენტაცია წარუდგინა.
აჭარის მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ხათუნა თოთლაძე, საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი გაეროში დავით ბაქრაძე, გაერო-ს სამმართველოს საერთაშორისო ორგანიზაციების დეპარტამენტის მრჩეველი ნესტან ბეჟანიშვილი და აჭარის მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი თინათინ ზოიძე ესწრებოდნენ,“ - აღნიშნულია ინფორმაციაში.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 24 აპრილი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.