თინა ბოკუჩავა – შევთანხმდით იმაზე, რომ სასანქციო პოლიტიკის გაღრმავებასა და გაფართოებაზე მჭიდრო კომუნიკაცია გვექნება

შევთანხმდით, იმაზე, რომ სასანქციო პოლიტიკის გაღრმავებასა და გაფართოებაზე მჭიდრო კომუნიკაცია გვექნება, მათ შორის სანქციები ივანიშვილის ოჯახის წევრებზე, ე.წ. ბიზნესებზე – მთლიანად რეპრესიული აპარატი და მისი ყველა ჭანჭიკი,- ამის შესახებ „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა თინა ბოკუჩავამ, საქართველოს მე-5 პრეზიდენტთან, სალომე ზურაბიშვილთან ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.
მისი შეფასებით, სალომე ზურაბიშვილს სასანქციო პოლიტიკის გაღრმავებაში მნიშვნელოვანი როლი ექნება.
„სამოქალაქო სექტორის, პოლიტიკური პარტიების ისევე, როგორც სალომე ზურაბიშვილის საერთაშორისო ძალისხმევა სასანქციო პოლიტიკის გაზრდაზე იყო ფოკუსირებული. ახლა შევთანხმდით, იმაზე, რომ სასანქციო პოლიტიკის გაღრმავებასა და გაფართოებაზე მჭიდრო კომუნიკაცია გვექნება, მათ შორის სანქციები ივანიშვილის ოჯახის წევრებზე, ე.წ. ბიზნესებზე – სინამდვილეში კი კორუმპირებულ ფინანსურ ელიტაზე, რომლითაც სულდგმულობს „რუსული რეჟიმი“.
ვფიქრობ, ჩართულობა ამ მიმართულებით, როგორც მთავარი მაკოორდინირებელი სასანქციო პოლიტიკის გაღრმავების იქნება მნიშვნელოვანი. იქნება ერთიანი სია, სადაც ბიძინა ივანიშვილისა და მისი ოჯახის გარდა იქნებიან, ე.წ. ხელშემწყობები, რომელშიც მოიაზრება მათ შორის კორუმპირებული ფინანსური ელიტა და მოძალადეები, რომლებიც დემონსტრანტებზე ძალადობენ და ცრუ მოწმეები, ე.წ ფსევდო მოსამართლეები, რომლებიც პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს იღებენ. მთლიანად რეპრესიული აპარატი და მისი ყველა ჭანჭიკი“,- განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

ასევე დაგაინტერესებთ

„გახარია საქართველოსთვის“ – დღეს ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების 67-ე რაუნდი იწყება – მოვითხოვთ საქართველოს ხელისუფლებისგან, შეხვედრის მსვლელობისას მწვავედ დააყენოს ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის მიმდინარე ანექსიის საკითხი

ზურაბ ჯაფარიძე ე.წ. საბოტაჟის საქმეზე – საქმეში ჩადებულია, 12 პოლიციელის ჩვენება – საუბარია 2024 წლის ნოემბერ-დეკემბერზე და ამ ადამიანებს ჩვენებები მიცემული აქვთ 2025 წლის მაისში, ჰყვებიან, რომ ნახეს წარმოუდგენელი დანაშაული და სამსახურში არ თქვეს, რომ მსგავსი რამ ნახეს

შალვა პაპუაშვილი – უფრო სტაბილური სამეზობლო PABSEC-ში წარმოდგენილი თითოეული ქვეყნის ინტერესშია – იმედისმომცემია, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო პროცესი, ასევე, თურქეთსა და სომხეთს შორის ურთიერთობების ნორმალიზაციისკენ ძალისხმევა