ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ოპოზიციის თქმით, ზურაბიშვილთან დასასანქცირებელთა სიის შემუშავებაზე შეთანხმდნენ

ოპოზიციის თქმით, ზურაბიშვილთან დასასანქცირებელთა სიის შემუშავებაზე შეთანხმდნენ

დღეს, 10 თებერვალს, სალომე ზურაბიშვილი ოპოზიციის წარმომადგენლებს შეხვდა.
როგორც შეხვედრის შემდეგ ოპოზიციის წარმომადგენლებმა განაცხადეს, ისინი ზურაბიშვილთან შეთანხმდნენ, რომ სასანქციო პოლიტიკის გასაზრდელად მას იმ პირების სიას მიაწვდიან, რომლებიც სანქციებს იმსახურებენ.
„პრეზიდენტთან შევთანხმდით, რომ ყველა პოლიტიკური ჯგუფი მივაწვდით პროტესტის მონაწილეთა უფლება დამრღვევი პოლიციელების, გამომძიებლების, პროკურორების და მოსამართლეების სიას იმისთვის, უფრო მაღალ დონეზე და მძლავრად მოხდეს ჩვენს პარტნიორებთან კომუნიკაცია დამრღვევთა სანქცირების შესახებ. ეს ძალიან კარგია პროტესტის დაცვის ამოცანებისთვის.
პრეზიდენტი ზურაბიშვილი მიუნხენის კონფერენციას დაესწრება სადაც თავისუფალი სამყაროს მაღალი დონის ლიდერები იყრიან თავს – სიაც თან ექნება“, – განაცხადა „ფედერალისტების“ ერთ-ერთმა ლიდერმა თამარ ჩერგოლეიშვილმა.
როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა თინა ბოკუჩავამ განაცხადა, „რეპრესიული აპარატი და მისი ყველა ჭანჭიკის“ სიას შეადგენენ.
„ეს იქნება ერთიანი სია. რა თქმა უნდა, ყველა, ჩვენ ჩვენი რესურსით ვიმუშავებთ, ასევე მჭიდრო კოორდინაციაში ვიქნებით სამოქალაქო სექტორთან, რომელიც დიდი ხანია მუშაობს სასანქციო პოლიტიკაზე ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან. თუმცა იქნება ერთი სია, სადაც ივანიშვილის, მისი ოჯახის წევრების გარდა, იქნებიან რეჟიმის ე.წ.ხელშემწყობები, რომელშიც მოიაზრება მათ შორის კორუმპირებული ფინანსური ელიტა და რა თქმა უნდა, მოძალადეები, რომლებიც ძალადობენ მშვიდობიან დემონსტრანტებზე ისევე, როგორც იძლევიან ცრუ ჩვენებებს, ე.წ. ფსევდო მოსამართლეები, რომლებიც იღებენ პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს ანუ მთელი ეს რეპრესიული აპარატი და მისი ყველა ჭანჭიკი, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

არქივის შესახებპირველწყარო: netgazeti.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 10 თებერვალი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.