ბოკუჩავა: სასანქციო პოლიტიკის გაღრმავებაზე გვექნება უფრო მჭიდრო კოორდინაცია

"სამოქალაქო სექტორის, პოლიტიკური პარტიების, ისევე როგორც სალომე ზურაბიშვილის საერთაშორისო ძალისხმევის დიდი ნაწილი ფოკუსირებული იყო სწორედ სასანქციო პოლიტიკის გაღრმავებაზე და ახლა შევთანხმდით იმაზე, რომ ამ საკითხზე იქნება გაცილებით უფრო მჭიდრო კოორდინაცია.
მე ყოველთვის ვამბობდი, რომ სასანქციო პოლიტიკის გაღრმავება, გაფართოება, მათ შორის ივანიშვილის ოჯახის წევრებზე ე.წ. ბიზნესებზე და სინამდვილეში მის კორუმპირებულ ფინანსურ ელიტაზე, რომლითაც სულდგმულობს ეს რეპრესიული რუსული რეჟიმი, არის ძალიან მნიშვნელოვანი და ვფიქრობ, სალომე ზურაბიშვილის ჩართულობა ამ მიმართულებით, როგორც მთავარი მაკოორდინებელი სასანქციო პოლიტიკის გაღრმავების იქნება ძალიან მნიშვნელოვანი.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 10 თებერვალი 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.