არქივი11 დეკემბერი, 2023, 08:37
თვითმფრინავი, რომელსაც რადიოაქტიური ტვირთი გადაჰქონდა, ვნუკოვოს აეროპორტში ავარიულად დაეშვა
თვითმფრინავი, რომლის ბორტზეც 19 კგ რადიოაქტიური ტვირთი იყო ვნუკოვოს აეროპორტში ავარიულად დაეშვა. ინფორმაცია ამის შესახებ რუსულ ტელეგრამარხებზე ვრცელდება. Baza-ს ცნობით, ავიაკომპანია ЮТэйр-ის რეისზე, რომელიც 11 დეკემბრის ღამეს ხანტი-მანსიისკიდან მოსკოვში სრულდებოდა, ბორტზე 104 მგზავრისა და ეკიპაჟის 5 წევრის გარდა რადიოაქტიური ნივთიერებაც იყო..
დაშვებისას თვითმფრინავმა ავარიული განგაში გამოაცხადა შასის გაუმართაობის გამო. საბოლოოდ დაშვება წარმატებით დასრულდა - დილის ორის ნახევარზე თვითმფრინავი ვნუკოვოში დაეშვა.
არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 11 დეკემბერი, 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.