ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

რუსეთში თვითმფრინავს აფრენისას ცეცხლი გაუჩნდა

რუსეთში, ბურიატეთის დედაქალაქ ულან-უდედან აფრენისას თვითმფრინავს ცეცხლი გაუჩნდა. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული ტელეგრამ-არხები და ბურიატეთის ხელმძღვანელი ალექსეი ციდენოვი ავრცელებენ.
"ბაიკალის აეროპორტში, Авиастар-ТУ-ს ავიაკომპანიის Ту-204-ის ტიპის სატვირთო თვითმფრინავის ძრავას აფრენისას ცეცხლი გაუჩნდა. თვითმფრინავი დაზიანებების გარეშე დაეშვა". - თქვა ციდენოვმა.
ამის პარალელურად, სხვადასხვა რუსულ ტელეგრამ-არხზე ვრცელდება ცეცხლმოკიდებული თვითმფრინავის ვიდეოები. Baza-ს ცნობით, თვითმფრინავი ულან-უდედან ჩინეთის ერთ-ერთი ქალაქში უნდა გაფრენილიყო. ამავე ინფორმაციით, საბოლოოდ თვითმფრინავი უსაფრთხოდ დაეშვა.
აქამდე, 1-ელ დეკემბერს აეროფლოტის თვითმფრინავი Boeing 777, რომელიც მოსკოვიდან მიფრინავდა, ავარიულად დაეშვა დასაჯდომ მოწყობილობასთან დაკავშირებული პრობლემის გამო.

არქივის შესახებპირველწყარო: tabula.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 7 დეკემბერი, 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.