რუსეთის ქალაქ მინერალნიე-ვოდის აეროპორტში თვითმფრინავი ავარიულად დაჯდა

ს ქალაქ მინერალნიე-ვოდის აეროპორტში ავიაკომპანია „როსიას“ თვითმფრინავი ავარიულად დაჯდა. ამის შესახებ „ეხო კავკაზა“ იუწყება.

თვითმფრინავი სანკტ-პეტერბურგში მიფრინავდა, მაგრამ კორპუსში ჰერმეტულობის დაკარგვის გამო ისევ აფრენის ადგილას დაბრუნდა. მის ბორტზე 111 ადამიანი იმყოფებოდა. ინციდენტის შედეგად არავინ დაშავებულა.

8 დეკემბერს ავიაკომპანია S7-ის კუთვნილი „ბოინგ-737“, რომელიც ნოვოსიბირსკიდან მოსკოვში მიფრინავდა, აფრენიდან რამდენიმე წუთში ავარიულად დაჯდა. მის ბორტზე 176 ადამიანი იმყოფებოდა. თვითმფრინავს ძრავის პრობლემა დაუფიქსირდა.

ეს ბოლო რამდენიმე დღეში რუსეთში თვითმფრინავთან დაკავშირებული მესამე ინციდენტია. წინა დღეს ულან-უდეს აეროპორტიდან აფრენისას სატვირთო „ტუ-204“-ის ძრავს  ცეცხლი გაუჩნდა. თვითმფრინავმა დაფრენა განახორციელა და მის ბორტზე მყოფი 5 ადამიანი არ დაშავებულა.

ასევე დაგაინტერესებთ

ბექა კობახიძე: აფხაზებს აღებინებენ რუსული კანონის 2024 წლის ვერსიას, ხოლო ჩვენ გვაღებინებენ 2017 წლის რედაქციას. ცხადია, თუ გავატანინეთ, ის შემდეგ გამკაცრდება და მიზანია ყველა 2024 წლის რედაქციაზე დავჯდეთ

შალვა პაპუაშვილი – FARA-ს რეესტრში შეყვანილია გიული ალასანია და კეზერაშვილის “ფორმულა” – ისინი 12 წელია აღარ არიან “მთავრობის სახელით მოქმედი პირები”- სწორედ ამგვარი სიმართლეს აცდენილი ინფორმაცია ახალისებს რადიკალურ ჯგუფებს