თეონა კონტრიძე კახეთში მომხდარ ინციდენტს ეხმაურება: ჩემ­თვის ქალ­ზე ძა­ლა­დო­ბის გა­მარ­თლე­ბა არ არ­სე­ბობს (ვიდეო)

თე­ლა­ვის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ რუ­ის­პირ­ში მდე­ბა­რე სას­ტუმ­რო Agarani Estate-ში მომ­ხდარ­მა ფი­ზი­კურ­მა და­პი­რის­პი­რე­ბამ, სა­დაც ქორ­წი­ლის სტუმ­რებ­სა და რუს ტუ­რის­ტებს შო­რის კონ­ფლიქ­ტი ქალ­ზე ძა­ლა­დო­ბით დას­რულ­და, სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში დიდი ვნე­ბა­თა­ღელ­ვა გა­მო­იწ­ვია.

  • მომ­ხდარს სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გა­მო­ეხ­მა­უ­რა რუ­სეთ­ში მოღ­ვა­წე ქარ­თვე­ლი მომ­ღე­რა­ლი თე­ო­ნა კონ­ტრი­ძეც. მან კა­ტე­გო­რი­უ­ლად დაგ­მო ქალ­ზე ძა­ლა­დო­ბა, თუმ­ცა პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა სა­მი­ვე მხა­რეს მი­ა­წე­რა.

პა­რა­ლე­ლუ­რად, ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ და­კა­ვე­ბულ გი­ორ­გი ჭიღ­ლა­ძეს სა­სა­მარ­თლომ 5000-ლა­რი­ა­ნი გი­რაო შე­უ­ფარ­და, ხოლო სას­ტუმ­როს ად­მი­ნის­ტრა­ცი­ამ მზა­ო­ბა გა­მოთ­ქვა, შექ­მნი­ლი დის­კომ­ფორ­ტის გამო, აღ­ნიშ­ნუ­ლი თან­ხა თა­ვად გა­და­ი­ხა­დოს

“ჩემო მე­გობ­რე­ბო, მშვი­დო­ბი­ა­ნი დღე. ჩემი გა­მომ­წე­რე­ბის უზარ­მა­ზა­რი რა­ო­დე­ნო­ბა მთხოვს გა­მოვ­თქვა ჩემი აზრი იმ სრუ­ლი­ად აღ­მაშ­ფო­თე­ბელ ინ­ცი­დენტზე, რო­მე­ლიც გუ­შინ­წინ მოხ­და კა­ხე­თის ერთ-ერთ სას­ტუმ­რო­ში, ჩემს საყ­ვა­რელ ის­ტო­რი­ულ სამ­შობ­ლო­ში. შე­ვეც­დე­ბი ვი­სა­უბ­რო მოკ­ლედ, მხო­ლოდ საქ­მე­ზე და მი­ნი­მა­ლუ­რი ემო­ცი­ით, რად­გან ეს სი­ტუ­ა­ცია პი­რა­დად მე ძა­ლი­ან მწვა­ვედ მე­ხე­ბა.

მე ვარ ქალი, რომ­ლის დე­დაც რე­გუ­ლა­რუ­ლად გა­ნიც­დი­და ოჯა­ხურ ძა­ლა­დო­ბას მა­მის­გან. 49 წლის ვარ, ნა­ხე­ვარ წე­ლი­წად­ში 50-ის გავ­ხდე­ბი და დღემ­დე მი­მაჩ­ნია, რომ არ არ­სე­ბობს არა­ნა­ი­რი მი­ზე­ზი – უბ­რა­ლოდ არ არ­სე­ბობს! – რის გა­მოც მა­მა­კაცს აქვს უფ­ლე­ბა ან თავს უფ­ლე­ბა უნდა მის­ცეს, ქალს და­არ­ტყას.

ამი­ტომ კი­თხვებს: „რის­თვის?“, „იქ რა მოხ­და?“ და ა.შ. აზრი არ აქვს, რად­გან გა­მარ­თლე­ბა არ არ­სე­ბობს. თუ რა­ი­მე პრე­ტენ­ზია გაქვს, არა­ნა­ი­რი პრობ­ლე­მა არ არის: არ­სე­ბობს სას­ტუმ­როს ად­მი­ნის­ტრა­ცია, არ­სე­ბობს პო­ლი­ცია და შე­გიძ­ლია მიხ­ვი­დე და სი­ტუ­ა­ცია კა­ნო­ნი­ე­რი გზით მო­აგ­ვა­რო. რო­დე­საც ხე­ლით იწევ – არ აქვს მნიშ­ვნე­ლო­ბა რა მი­ზე­ზით, ვინ წა­მო­გა­გო ან­კეს­ზე ან ის ხალ­ხი რო­გორ იქ­ცე­ო­და, ეს სხვა სა­კი­თხია – რო­დე­საც იწევ და ქალს ურტყამ ბრძო­ლის ნამ­დვი­ლი წე­სე­ბით, შენ შე­სა­ბა­მი­სი სას­ჯე­ლი უნდა მი­ი­ღო. ის სას­ჯე­ლი, რა­საც კა­ნო­ნი გე­კუთ­ვნის. ეს ერთი.

მეტი ამა­ზე არც ვი­ტყვი, რად­გან ჩემ­თვის ქალ­ზე ძა­ლა­დო­ბის გა­მარ­თლე­ბა არ არ­სე­ბობს. ყვე­ლა მა­მა­კა­ცი, რო­მე­ლიც ხელს წევს ქალ­ზე, ბავ­შვზე თუ მო­ხუც­ზე, ჩემს თვალ­ში მყი­სი­ე­რად კარ­გავს ყო­ველ­გვარ ფა­სე­უ­ლო­ბას. ეს თემა არც კი გა­ნი­ხი­ლე­ბა, მე­გობ­რე­ბო.

და ახლა არ და­ი­წყოთ: „აი, იცით, ის ქა­ლე­ბი იფურ­თხე­ბოდ­ნენ…“ არა, არა და არა! არ­სე­ბობს ად­მი­ნის­ტრა­ცია და პო­ლი­ცია. მით უმე­ტეს, სა­უ­ბა­რია სა­ქარ­თვე­ლო­ზე, რო­მელ­საც ევ­რო­ინ­ტეგ­რა­ცი­ის პრე­ტენ­ზია აქვს. წარ­მო­იდ­გი­ნეთ მსგავ­სი ის­ტო­რია საფ­რან­გეთ­ში ან გერ­მა­ნი­ა­ში – ადა­მი­ა­ნი ცი­ვი­ლი­ზე­ბუ­ლად მო­იქ­ცე­ვა, და­უ­ძა­ხებს პო­ლი­ცი­ას და ჩავა სას­ტუმ­როს ად­მი­ნის­ტრა­ცი­ა­ში. ეს პირ­ვე­ლი.

ამ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში მო­ნა­წი­ლე­ობს სამი მხა­რე. ეს აღ­მაშ­ფო­თე­ბე­ლი სცე­ნა სამ­მა ძა­ლამ შექ­მნა: მა­მა­კაც­მა, ქა­ლებ­მა და სას­ტუმ­რომ.

მა­მა­კა­ცის თე­მა­ზე უკვე ვი­სა­უბ­რეთ. ახლა რაც შე­ე­ხე­ბა გო­გო­ებს: აუ­ცი­ლე­ბელ წე­სით, მათ უნდა გა­და­ხე­დონ თა­ვი­ან­თი ქცე­ვის ნორ­მებს. მე მათ­თვის მო­სა­მარ­თლე არ ვარ და წარ­მოდ­გე­ნა არ მაქვს, ზუს­ტად რა მოხ­და, მაგ­რამ ვი­დეო ვნა­ხე და სრუ­ლი­ად აშ­კა­რაა, რომ ორ­მხრი­ვი კინ­კლა­ო­ბა მი­დი­ო­და.

ამას­თან, აბ­სო­ლუ­ტუ­რად დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, რომ ამის მი­ზე­ზი რუ­სუ­ლი ენა არ ყო­ფი­ლა. სა­ქარ­თვე­ლო­ში რუ­სუ­ლი ენის გამო არა­ვინ არა­ვის არ ურტყამს – ასე­თი რამ უბ­რა­ლოდ შე­უძ­ლე­ბე­ლია. ჩვე­ნი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის მრა­ვა­ლი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში არ­ცერ­თი შემ­თხვე­ვა არ და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლა, რომ ვინ­მე ეცე­მათ რუ­სუ­ლად ლა­პა­რა­კის გამო.

ქარ­თვე­ლებს – შე­იძ­ლე­ბა არა ახალ­გაზ­რდა თა­ო­ბას, მაგ­რამ უფ­რო­სებს მა­ინც, შე­სა­ნიშ­ნა­ვად ეს­მით, რომ ამ ენა­ზე 300 მი­ლი­ო­ნი ადა­მი­ა­ნი ლა­პა­რა­კობს. არა მხო­ლოდ რუსი და ბე­ლა­რუ­სი ტუ­რის­ტე­ბი, არა­მედ ყა­ზა­ხე­ბი, უკ­რა­ი­ნე­ლე­ბი და უამ­რა­ვი სხვა ქვეყ­ნის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი. ამი­ტომ, რუ­სუ­ლი ენის გამო კონ­ფლიქ­ტი… მერ­წმუ­ნეთ, ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში ასე­თი რამ არ ყო­ფი­ლა და ასე არ ხდე­ბა, გო­გო­ე­ბო.

თუმ­ცა, არ აქვს მნიშ­ვნე­ლო­ბა შენს ქვე­ყა­ნა­ში ხარ, ჩემს ქვე­ყა­ნა­ში თუ უცხო­ეთ­ში – ბავ­შვე­ბის, მო­ხუ­ცე­ბის თუ მა­მა­კა­ცე­ბის თან­დას­წრე­ბით, ან თუნ­დაც ქორ­წილ­ში – უზ­რდე­ლო­ბა, უტაქ­ტო­ბა, ვულ­გა­რუ­ლო­ბა და გა­მომ­წვე­ვი ქცე­ვა მი­უ­ღე­ბე­ლია. რო­დე­საც უზ­რდე­ლად იქ­ცე­ვი, ეს უკვე შენს მა­ღალ დო­ნე­ზე აღარ მე­ტყვე­ლებს. ამი­ტომ, ამ გო­გო­ებ­მა, რო­გორც ზრდას­რულ­მა ქა­ლებ­მა, თა­ვი­ანთ ქცე­ვებს აუ­ცი­ლებ­ლად უნდა გა­და­ხე­დონ.

ახლა კი სას­ტუმ­რო: ჩემო ძვირ­ფა­სო მე­გობ­რე­ბო, რო­დე­საც აკე­თებთ ქარ­თულ, მშვე­ნი­ერ, ხმა­უ­რი­ან და ემო­ცი­ურ ქორ­წილს, რა ჯან­და­ბად ასახ­ლებთ ამ ქორ­წი­ლის თავ­ზე ტუ­რის­ტებს, რომ­ლე­ბიც ჩა­მო­ვიდ­ნენ და დას­ვე­ნე­ბის უფ­ლე­ბა აქვთ? ან სა­ერ­თოდ ნუ შე­უშ­ვებთ მათ და პირ­და­პირ უთხა­რით: „თქვე­ნი მი­ღე­ბა არ გვინ­და, უბ­რა­ლოდ არ მოგ­ვწონ­ხართ“ – აი ასე­თი სეგ­რე­გა­ცია გა­ა­კე­თეთ. ხოლო თუ შე­უშ­ვით, კე­თი­ლი ინე­ბეთ და შე­უქ­მე­ნით ყვე­ლა პი­რო­ბა იმის­თვის, რომ ტუ­რის­ტებ­მა და­ის­ვე­ნონ. ან, თუ ქორ­წი­ლი შე­უშ­ვით, ქორ­წილს შე­უქ­მე­ნით ისე­თი პი­რო­ბე­ბი, რომ ისე იქე­ი­ფონ, რო­გორც სა­ჭი­როდ თვლი­ან.

ასე რომ, ამ სა­მი­ვე მხა­რემ, რო­მელ­მაც ეს სრუ­ლი­ად აღ­მაშ­ფო­თე­ბე­ლი სცე­ნა შექ­მნა, სა­კუ­თა­რი წილი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა უნდა იკის­როს. სა­ში­ნე­ლე­ბაა, უბ­რა­ლოდ სა­ში­ნე­ლე­ბა.