ჟურნალისტი თიკო ერაძე:
მამუკა ფიფია ჩაერთო საქმეში, რაც იმას ნიშნავს, რომ ცალკე გამოსაკვლევია რისთვის არიან საქართველოში ჩამოსულები ის ქალები. კარგისთვის რომ არაფრისთვის, გასაგებია და არც უბრალო ტურისტები იქნებიან.
ცნობისათვის,
საქართველოში რეგისტრირებული პრორუსული პარტიის ლიდერი მამუკა ფიფია მოსკოვის ოლქიდან მორიგ ვიდეომიმართვას ავრცელებს. კადრებში ის ჯავშანტექნიკაზეა ასული და სამხედრო-ტაქტიკურ ჟილეტს ატარებს, რომელზეც ოკუპანტი ქვეყნის სიმბოლიკაა გამოსახული.
ფიფია ვიდეოში რუსული არმიისა და ბავშვების სამხედრო მომზადების შესახებ საუბრობს. მისი თქმით, ის სამხედრო-პატრიოტულ ბანაკს სტუმრობს.
„ომში ჯერ არ წავსულვარ, მაგრამ თუ საჭირო იქნება, წავალთ“, — აცხადებს ფიფია ვიდეომიმართვაში.




