ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

თენგო თევზაძე: სანამ კვარას გოლებით ვხარობთ, გუშინ უნივერსიტეტის წინ სტუდენტი დააკავეს. დაიჭირეს ნოდარ ჩაჩანიძეც... ერთი წლის შვილს მამა დაუჭირეს

თენგო თევზაძე: სანამ კვარას გოლებით ვხარობთ, გუშინ უნივერსიტეტის წინ სტუდენტი დააკავეს. დაიჭირეს ნოდარ ჩაჩანიძეც... ერთი წლის შვილს მამა დაუჭირეს
 “კოალიცია ცვლილებისთვის” ერთ-ერთმა წევრი, თენგო თევზაძე:
სანამ კვარას გოლებით და ასისტებით ვხარობთ, გუშინ უნივერსიტეტის წინ სტუდენტი დააკავეს. ტროტუარზე იდგა. მარტო იდგა და ღირსეულად იღებდა უსაფუძვლო დაკავების საბაბს. ამ დროს იქაურობას უნდა ეგუგუნა, სტუდენტებს სოლიდარობის ნიშნად ძალიან ეხმაურათ.
გუშინვე დაიჭირეს ნოდარ ჩაჩანიძეც - ჩვენ ბარიკადებზე პირველი დღიდან ერთად გვერდიგვერდ ვდგავართ და არასდროს დაუტოვებია ბრძოლის წინა ხაზი.
ერთი წლის შვილს მამა დაუჭირეს. ტროტუარზე დგომისთვის. ვინც ბავშვებს მამას ართმევს, პასუხს აუცილებლად აგებს.
მხნეობა დაჭერილებს. ბრძოლა იქნება ბოლომდე 🇬🇪✊
P.s მალე კვარას მეორე ლიგის მოგებითაც გავიხარებთ
არქივის შესახებ

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 8 მაისი, 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.