ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ბორჯომის მერია - ბორჯომში მთავარი ნაძვის ხე და საახალწლო ილუმინაციები საზეიმოდ აინთო

ბორჯომში, მერაბ კოსტავას სახელობის სკვერში, მთავარი ნაძვის ხე და საახალწლო ილუმინაციები საზეიმოდ აინთო. ამის შესახებ ინფორმაციას ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
მათივე ცნობით, მთავრობის ადმინისტრაციის გადაწყვეტილებით, წელს ქალაქს ილუმინაციები საჩუქრად გადაეცა. ბორჯომის მუნიციპალიტეტმა კი ნაძვის ხისთვის ახალი დეკორაციები და განათება შეიძინა.
როგორც ბორჯომის მერიაში აცხადებენ, სტუმრების განწყობაზე "Goofy Land"-მა იზრუნა. ღონისძიებას ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერი ოთარ არბოლიშვილი, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეები - ჯუმბერ კურტანიძე და ნიკოლოზ კიკნაძე, მერის მოადგილე გიორგი ტაბატაძე, საკრებულოს დეპუტატები, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები და მოქალაქეები ესწრებოდნენ.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 21 დეკემბერი, 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.