არქივი9 იანვარი, 2026, 21:53
სავაჭრო ცენტრ “კიდობანში” ხანძრის ქრობის სამუშაოები გრძელდება

სავაჭრო ცენტრ “კიდობანში” ხანძრის ქრობის სამუშაოები გრძელდება.
ადგილზე მობილიზებულია სახანძრო და სამაშველო სამსახურის მანქანები.
ერთ პირს, რომელიც დაკვალიანების გამო შეუძლოდ გახდა, სასწრაფო დახმარების მანქანაში დახმარება აღმოუჩინეს.
არსებული ინფორმაციით, ხანძარი სავაჭრო ცენტრის მესამე სართულზე, ერთ-ერთ მაღაზიაში გაჩნდა.
ამ ეტაპზე ხანძრის გამომწვევი მიზეზი უცნობია. დაშავებულების შესახებ ინფორმაცია ამ დროისთვის არ ვრცელდება.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 9 იანვარი, 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.