ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

თეთრი სახლი: სამხედრო დახმარების ახალი პაკეტიდან უკრაინა იარაღს უკვე იღებს

შეერთებული შტატების პრეზიდენტის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ უკრაინა უკვე იღებს იარაღს სამხედრო დახმარების ახალი პაკეტიდან, რომელიც შეერთებულმა შტატებმა გასულ კვირას გამოაცხადა.

აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლის თქმით, აღნიშნულ საკითხზე საუბრისას სიფრთხილეა საჭირო, რადგან, საუბარია ოპერატიული უსაფრთხოების საკითხებზე.

„დახმარება უკრაინაში მიდის, ახლა ისინი იღებენ ამ მხარდაჭერას უსაფრთხოების სექტორში“, - აღნიშნა თეთრი სახლის პრესმდივანმა კარინ ჟან-პიერმა.

მან იმედი გამოთქვა, რომ ეს იარაღი უკრაინის შეიარაღებულ ძალებს ფრონტის ხაზზე დაეხმარება, რათა თავის დაცვა შეძლონ.

არქივის შესახებ

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 30 აპრილი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.