ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

„აშშ-ის სამხედრო დახმარების პაკეტის პირველი პარტია უკრაინამ უკვე მიიღო, თუმცა დიდი ნაწილი უკრაინაში ზაფხულამდე ვერ ჩავა“ - The New York Times

აშშ-ის სამხედრო დახმარების პაკეტის პირველი პარტია უკრაინამ უკვე მიიღო, თუმცა დიდი ნაწილი უკრაინაში ზაფხულამდე ვერ ჩავა. ამის შესახებ The New York Times-ი ამერიკელ მაღალჩინოსნებზე დაყრდნობით იუწყება.
როგორც ირკვევა, უკრაინამ 28 აპრილს ტანკსაწინააღმდეგო რაკეტები, ჭურვები და 155 მმ-იანი საარტილერიო ჭურვები უკვე მიიღო შეერთებული შტატებისგან. დახმარების მეორე პარტია კი 29 აპრილს ჩავიდა უკრაინაში.
ამერიკელი მაღალჩინოსანი „ნიუ იორკ თაიმსთან“ აცხადებს, რომ აშშ-გან გაგზავნილი იარაღის უმეტესი ნაწილი და ზოგიერთი საბრძოლო მასალაც კი უკრაინაში ზაფხულის შუა რიცხვებამდე ვერ ჩავა და, შესაძლოა, ამ თარიღმა კიდევ უფრო გადაიწიოს.
მედიის ცნობით, სამხედრო ტექნიკის ზომის გამო მათი გადატანა ხშირად რამდენიმე სახის ტრანსპორტითა და უსაფრთხოების მკაცრ პირობებში ხდება.

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 4 მაისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.