თეთრი სახლი – კვლავ ღრმად არის ჩართული უკრაინაში ომის დასრულებასთან დაკავშირებულ მოლაპარაკებებში

-ის პრეზიდენტი კვლავ ღრმად არის ჩართული უკრაინაში ომის დასრულებასთან დაკავშირებულ მოლაპარაკებებში, ის სამშვიდობო პროცესს არ თმობს, – ამის შესახებ თეთრი სახლის პრესსპიკერმა კეროლაინ ლევიტმა განაცხადა.
23-24 იანვარს აბუ-დაბიში -ის, უკრაინისა და რუსეთის მოლაპარაკებების შესახებ დასმულ კითხვაზე პასუხის გაცემისას, ლევიტმა განაცხადა, რომ შეხვედრა ისტორიული იყო. მისი თქმით, არაბთა გაერთიანებულ საამიროებში გამართული მოლაპარაკებები აჩვენებს, რომ დონალდ ტრამპი რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების სამშვიდობო პროცესის მიმართ ერთგულია.
„პრეზიდენტი კვლავ ღრმად არის ჩართული და, რა თქმა უნდა, მისი მრჩევლები, კერძოდ, ჯარედ კუშნერი და სპეციალური წარმომადგენელი უიტკოფი, მას ამ მოლაპარაკებების შესახებ ინფორმაციას აწვდიან. მათ გასულ შაბათ-კვირას გამართეს მრავალმხრივი შეხვედრა, რომელსაც მცირე გამოხმაურება მოჰყვა, მაგრამ ისტორიული ხასიათი ჰქონდა, რადგან პრეზიდენტის გუნდმა ნამდვილად შეკრიბა ამ ომის ორივე მხარე მშვიდობასთან მისაახლოებლად. ასე რომ, პრეზიდენტი სამშვიდობო პროცესს არ თმობს”, – აღნიშნა ლევიტმა.
შეგახსენებთ, 23-24 იანვარს აბუ-დაბიში სამმხრივი მოლაპარაკებების დროს შეერთებულმა შტატებმა, უკრაინამ და რუსეთმა ომის დასრულების პარამეტრები განიხილეს.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან ხაბეიშვილი – გთავაზობთ ეროვნული თანხმობის 5+1 პუნქტს – როცა 5 პუნქტზე პასუხს გავცემთ პროპაგანდას ჭოჭმანის და ენის მოჩლექის გარეშე, შევძლებთ გადავიდეთ ევროპასთან ინტეგრაციის საკითხზე, ხოლო +1 პუნქტია – საქართველო ივანიშვილის გარეშე!

არჩილ ჩუხრუკიძე: როცა ჯან-დაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე მილიონების გაფლანგვისთვის გირაოთია გამოშვებული, გიორგი ჩახუნაშვილი საპყრობილეში უნდა მოხვდეს. იმედია სამედიცინო საზოგადოება ჯეროვნად შეაფასებს ამ საკითხს

პოლონეთის პრეზიდენტის მიერ ვოლოდიმირ ზელენსკისთვის ,,თეთრი არწივის” ორდენის ჩამორთმევის შემდეგ, ჯილდოზე უარი უკრაინის ყოფილმა პრეზიდენტებმა, ვიქტორ იუშჩენკომ და ლეონიდ კუჩმამაც თქვეს