ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

თეა წულუკიანი: იმპოტენტური თავდასხმა გამოხატვის თავისუფლებაზე ბრიტანული დემოკრატიის სახელით

თეა წულუკიანი: იმპოტენტური თავდასხმა გამოხატვის თავისუფლებაზე ბრიტანული დემოკრატიის სახელით

"იმპოტენტური თავდასხმა გამოხატვის თავისუფლებაზე ბრიტანული დემოკრატიის სახელით. შედეგი ორი არხის რეიტინგის ზრდა და კიდევ მეტი პოპულარობა იქნება.იმას, თუ რატომ დავდექით ყველა ხუმრობის ხასიათზე, ვერ გაიგებენ ისინი, ვინც მიტაცებული ერორით ინარჩუნებდნენ ხელისუფლებას და დამარცხებულ იქნენ მიკრომედია მაესტროს მაყურებლის მიერ" - წერს თეა წულუკიანი გაერთიანებული სამეფოს მიერ TV იმედისა და POSTV-ის დასანქცირებაზე

ცნობისთვის, 24 თებერვალს, დიდმა ბრიტანეთმა ტელეკომპანიებს - „იმედსა“ და POSTV-ს სანქციები დაუწესა. დიდი ბრიტანეთის მთავრობის ცნობით, „იმედსა“ და POSTV-ის სანქციები დაუწესდათ, როგორც „რუსული დეზინფორმაციის გავრცელებაში ჩართულ ორგანიზაციებს“. დიდი ბრიტანეთის მიერ დაწესებული სანქციები აქტივების გაყინვას, აქტივების მართვის ფინანსური მომსახურების აკრძალვასა და დირექტორის დისკვალიფიკაციას მოიცავს. სანქციების დოკუმენტში აღნიშნულია, რომ "იმედი" და POSTV „რუსეთის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შესახებ შეცდომაში შემყვან ინფორმაციას განზრახ ავრცელებენ თავიანთ აუდიტორიაში, რომელიც ძირითადად საქართველოშია წარმოდგენილი“.

არქივის შესახებ

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 25 თებერვალი, 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.