ბრიტანული სანქციის გამო „იმედში“ ხელფასი „ქეშად“ აიღეს

ბრიტანული საქნციების დაწესების შემდეგ პროსახელისუფლებო „იმედში“ ხელფასები ნაღდი ფულის სახით გასცეს. წყაროს მიერ რადიო თავისუფლებისთვის მიწოდებულ ინფორმაციას ადასტურებს ტელევიზიის წარმომადგენელიც.

„კონვერტით არიგებენ“, – უთხრა რადიო თავისუფლებას ინფორმირებულმა წყარომ, რომელიც ამ არხის თანამშრომელია.

ჩვენი ინფორმაციით, როგორც წესი, „იმედში“ ხელფასი ყოველი თვის ბოლო პარასკევს გაიცემა – დღევანდელი დღე – 27 რიცხვი, თებერვალში ბოლო პარასკევს დაემთხვა.

ბრიტანული სანქციების შემდეგ ტელეიმედს საბანკო ანგარიშებს ვეღარ იყენებს, ეს დადასტურდა დღეს დილით გავრცელებული განცხადებითაც, რომელშიც საუბარი იყო საკუთარი ბანკის შექმნაზე.

„კი [ნაღდი ფულის სახით დარიგდა ხელფასები] და სხვა ბანკებიც აღარ ჩავაყენეთ უხერხულ მდგომარეობაში“, – უთხრეს რადიო თავისუფლებას დასმულ კითხვაზე პასუხის გაცემის დროს.

„იმედისა“ და Pos TV-ის სანქცირება

24 თებერვალს, უკრაინაში ომის დაწყებიდან ზუსტად ოთხი წლის შემდეგ, ბრიტანეთის საგარეო საქმეთა, თანამეგობრობისა და განვითარების ოფისმა განაახლა რუსეთისთვის დაწესებული სანქციების სია. დიდი ბრიტანეთის მთავრობამ ფინანსური სანქციები დაუწესა საქართველოში მოქმედ ორ პროსახელისუფლებო ტელევიზიას, „ტელეიმედსა“ და „პოსტივის“ (PosTV).

ვრცლად

ასევე დაგაინტერესებთ

ევროპარლამენტარი პეტრას აუსტრევიჩიუსი ორბანის მარცხზე: ეს არის გზავნილი თბილისისთვის, ბრატისლავასთვის და ძალაუფლების და მანიპულაციის მოყვარული პოლიტიკოსებისთვის, ვისაც ჰგონია რომ, ისინი დაუმარცხებელი არიან… დრო მოვა…

ქეთევან ენუქიძე: აუტისტური სპექტრის ადამიანებისთვის თუ სიკეთე გინდათ, სიტყვას კი არ უნდა სდიოთ, სახელმწიფოს უნდა მოსთხოვოთ გამართული პროგრამები და 18 წლის ასაკის შემდეგ ამ ადამიანების დასაქმების და შემდგომი განვითარების პერსპექტივა