“თეატრი სახელოსნო 42” პრემიერისთვის ემზადება

“თეატრი სახელოსნო 42” პრემიერისთვის ემზადება. “დირიჟორი” – ასე ჰქვია რონალდ ჰარვუდის ორმოქმედებიან პიესას, რომელსაც მაყურებელი 8 საათზე იხილავს. ხელოვნების მნიშვნელობა საზოგადოებისთვის, ნაცისტური იდეოლოგიისგან გათავისუფლების სურვილი, ძალაუფლების გადანაწილება 3 ძლიერ სახელმწიფოს შორის – ლევან წულაძის დადგმაში არა ერთი პრობლემაა წამოჭრილი, რომელიც დღევანდელობასაც ეხმიანება.
მთავარი მოქმედება კი დაკითხვის ოთახში ხდება, სადაც მსახიობების მიერ გადმოცემული არა ერთი ემოცია იყრის თავს. როგორი იყო სამყარო მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ და რა როლი აქვს ხელოვნებას მსოფლიო წესრიგის დამყარებაში – მაყურებელმა ამ კითხვებს პასუხი დღეს 8 საათზე უნდა გასცეს. დადგმაში გამოცდილ მსახიობებთან ერთად დრამაში ახალბედა მსახიობებიც მონაწილეობენ.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – ჰესებსაც ავაშენებთ, კრიპტომაინინგიც აღმოიფხვრება, სახელმწიფო დღეს არის საკმარისად ძლიერი იმისათვის, რომ დაუპირისპირდეს კორუფციას, საბოტაჟს, სახელმწიფოს დღეს აქვს საკმარისი რესურსი და ძალა იმისათვის, რომ ბოლომდე, პრინციპულად დადგეს ასეთ საკითხებში

დავით ქართველიშვილი: ერთი შეხედვით, აშშ და ისრაელი კვლავაც ერთიან პოზიციაზე რჩებიან მთელ რიგ საკითხებში, თუმცა მოკავშირეობრივი რიტორიკის მიღმა სულ უფრო აშკარად იკვეთება დონალდ ტრამპისა და ბენიამინ ნეთანიაჰუს პოლიტიკური კალენდრების შეჯახება