თბილისის "ბაროკო ფესტივალი" დასკვნითი კონცერტისთვის ემზადება
კლასიკური მუსიკის ფესტივალი მე-17 და მე-18 საუკუნის საკრავებით- თბილისის ბაროკოს ფესტივალი დასკვნითი დღისთვის ემზადება, რომელიც ხვალ რუსთაველის ეროვნულ თეატრში გაიმართება. სეზონის ბოლო კონცერტისთვის საქართველოში სპეციალურად ჩამოვიდა გერმანელი მევიოლინე ქრისტინე ბუში, რომელიც 9 წლის წინ ბაროკოს ფესტივალის პირველი სტუმარი იყო.
თბილისში იმყოფებიან სხვა გერმანელი მუსიკოსებიც, მათ შორის ისინი, ვინც კარგად ფლობენ 5 საუკუნის წინანდელ ინსტრუმენტებზე დაკვრის ხელოვნებას.
ამიერკავკასიაში ერთადერთი ბაროკოს მუსიკის ფესტივალი თბილისის სახელმწიფო კამერული ორკესტრმა 2015 წელს დააფუძნა და ის თბილისში უკვე მეცხრედ ტარდება.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 29 ნოემბერი, 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.