არქივი7 დეკემბერი, 2023, 07:31
ფინეთი რუსეთთან საზღვრის გასახსნელად ემზადება
ფინეთი რუსეთთან საზღვრის გასახსნელად ემზადება, - ამის შესახებ ფინეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ სასაზღვრო დაცვის სამსახურის უფროსის მოადგილემ, ჰეიკი აჰტიაინენმა განაცხადა.
„სასაზღვრო ბარიერების დემონტაჟისთვის რამდენიმე საათია გამოყოფილი. მოძრაობის აღდგენას დიდი დრო არ დასჭირდება“, - განაცხადა აჰტიაინენმა.
„ჩვენ უნდა ვნახოთ, საზღვრების გახსნის შემთხვევაში, გაგრძელდება თუ არა თავშესაფრის მაძიებელთა ნაკადი“, - აღნიშნა ფინეთის სასაზღვრო სააგენტოს წარმომადგენელმა.
შეგახსენებთ, რომ რუსეთთან ფინეთის საზღვარი, 30 ნოემბერს, სულ მცირე ორი კვირით დაიკეტა.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 7 დეკემბერი, 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.