ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

თეატრისა და კინოს უნივერსიტეტთან შეკრებილები ლოზუნგით - “ტირანიის წინააღმდეგ” პარლამენტთან მიმდინარე აქციას შეუერთდნენ

თეატრისა და კინოს უნივერსიტეტთან შეკრებილები ლოზუნგით - “ტირანიის წინააღმდეგ” პარლამენტთან მიმდინარე აქციას შეუერთდნენ

შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტთან შეკრებილები ბანერით “ტირანიის წინააღმდეგ” პარლამენტისკენ მსვლელობით მიდიან.
მსვლელობის მონაწილეები სკანდირებენ: “სოლიდარობა სტუდენტებს!”, “გამარჯვება სტუდენტებს!”, “ცეცხლი ოლიგარქიას!”, “ჩანიშნეთ არჩევნები!”.
პარლამენტთან შეკრებილები მსვლელობის მონაწილეებს ანთებული ფანრებით და ოვაციებით შეხვდნენ.
პარლამენტთან აქცია 103-დღეა მიმდინარეობს. რუსთაველის გამზირზე მოქალაქეები ყოველდღიურად იკრიბებიან უცვლელი მოთხოვნებით: ახალი არჩევნები და აქციების დროს დაკავებულების გათავისუფლება.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 10 მარტი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.