თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტთან შეკრებილი სტუდენტები დაუმორჩილებლობის აქციას აანონსებენ

თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტთან შეკრებილი სტუდენტები დაუმორჩილებლობის აქციას აანონსებენ და პროტესტის გაგრძელებას უფრო მასშტაბურ ფორმებში გეგმავენ.
როგორც აქციის მონაწილე ერთ-ერთმა სტუდენტმა სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, დღეს, 19:00 საათზე სტუდენტების აქცია ილიაუნის შენობის წინ გადაინაცვლებს და პროტესტი იქ გაგრძელება.
პლატფორმა “ქართული განათლება საფრთხეშია” მოუწოდებს უნივერსიტეტის ადმინისტრაციას, გააუქმოს სტუდენტებისთვის სტატუსის შეჩერების შესახებ გადაწყვეტილება, წინააღმდეგ შემთხვევაში, ისინი 11 მარტს, 11:00 საათზე, ისევ შეიკრიბებიან უნივერსიტეტის წინ და აქციას გამართავენ.
აქციის მონაწილეები სხვა სტუდენტებსაც მოუწოდებენ, სტატუსშეჩერებული სტუდენტების სოლიდარობისთვის შემოუერთდნენ მათ და ერთად გააგრძელონ ბრძოლა.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი შარაშიძე: თუ ღარიბაშვილს ჰგონია, რომ ამ ჩაშვების სერიით, სამართლიანი სასამართლოს გადაწყვეტილებას გადაურჩება, ძალიან ცდება – რაც შეეხება თვითმკვლელობების ფაქტებს, ეს ადასტურებს, რომ „ნაცები“ და „ოცნება“ ერთმანეთზე უარესები არიან