ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტთან სტუდენტების სოლიდარობის აქცია მიმდინარეობს

თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტთან სტუდენტების სოლიდარობის აქცია მიმდინარეობს

თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტთან სტუდენტების სოლიდარობის აქცია დღესაც მიმდინარეობს. ადგილზე იმყოფებიან სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტები, პროფესორები, სამოქალაქო აქტივისტები და მსახიობები.
შეკრებილები რექტორთან შეხვედრას ითხოვენ. უნივერსიტეტთან მობილიზებულია პოლიციაც.
თეატრალური უნივერსიტეტის სტუდენტთა ნაწილის ინფორმაციით, პროტესტში მონაწილეობის გამო, მათ სტუდენტის სტატუსი შეუწყვიტეს, რამაც თეატრალურ უნივერსიტეტთან პროტესტი გამოიწვია. აღნიშნულთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა უნივერსიტეტმაც, სადაც აღნიშნული იყო რომ სტუდენტებისთვის სტატუსის შეწყვეტის შესახებ რექტორის ბრძანება ჯერ არ არის გამოცემული, სტუდენტებს კი უფლება აქვთ ეთიკის კომისიის გადაწყვეტილება გაასაჩივრონ.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 11 მარტი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.