არქივი11 აპრილი, 2024, 16:53
თბილისში სატვირთო ავტომობილისა და მოპედის შეჯახებას ერთი ადამიანი ემსხვერპლა
თბილისში, თემქაზე სატვირთო ავტომობილისა და მოპედის შეჯახებას ერთი ადამიანი ემსხვერპლა - მოპედის მძღოლი ადგილზევე გარდაიცვალა. ავტოსაგზაო შემთხვევა შუადღისას მოხდა.
როგორც ტაბულას შსს-ში ეუბნებიან, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
არქივის შესახებპირველწყარო: tabula.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 11 აპრილი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.