არქივი11 აპრილი, 2024, 15:40
თბილისში ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანი ემსხვერპლა
თბილისში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი პირი დაიღუპა.
შემთხვევა თემქაზე მოხდა, ერთმანეთს მოპედი და სატვირთო მანქანა შეეჯახნენ, რის შედეგადაც მოპედის მძღოლი ადგილზე დაიღუპა.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ შსს-ში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 11 აპრილი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.