ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ბორდოში დანით შეიარაღებულმა პირმა ერთი ადამიანი მოკლა და ერთი მძიმედ დაჭრა

საფრანგეთის ქალაქ ბორდოში 10 აპრილის საღამოს დანით შეიარაღებულმა პირმა ერთი ადამიანი მოკლა, ხოლო ერთ მძიმე ჭრილობები მიაყენა. თავდამსხმელი ბორდოს პოლიციამ შემთხვევიდან მალევე მოკლა, როდესაც ის გაქცევას ცდილობდა.
Agence France Presse-ის პოლიციის წყაროს ცნობით, ამჟამად თავდასხმა ტერორიზმთან არაა დაკავშირებული. გავრცელებული ინფორმაციით, თავდამსხმელსა და მსხვერპლებს შორის შელაპარაკება მოხდა და ისინი ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდნენ. პოლიციის ინფორმაციით, მოკლული და დაჭრილი პიროვნებები ალჟირელები არიან. თავდამსხმელის ვინაობა ჯერჯერობით უცნობია.
პარიზის ოლიმპიური თამაშების დაწყებამდე 5 თვით ადრე საფრანგეთში ტერორიზმის საფრთხის უმაღლესი ზომაა გამოცხადებული.

არქივის შესახებპირველწყარო: tabula.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 11 აპრილი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.