სამხედრო მოსამსახურის მკვლელობის საქმეზე ერთი პირი დააკავეს

27 დეკემბერს თბილისში საქართველოს შეიარაღებული ძალების სამხედრო მოსამსახურის, ლაშა გუჯეჯიანის მკვლელობის საქმეს თავდაცვის სამინისტრო გამოეხმაურა. „თავდაცვის სამინისტრო მწუხარებას გამოთქვამს 27 დეკემბერს ტრაგიკული ინციდენტის შედეგად გარდაცვლილი სამხედრო მოსამსახურის, ლაშა გუჯეჯიანის დაღუპვის გამო”, – ნათქვამია განცხადებაში.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტრო აცხადებს, გუჯეჯიანის განზრახ მკვლელობის საქმეზე შემთხვევიდან რამდენიმე წუთში პოლიციამ დააკავა 1984 წელს დაბადებული ხ.ვ.
„განზრახ მკვლელობის და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს”, – აცხადებს შსს. დანაშაული 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიების ვერსიით, „27 დეკემბერს, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ბრალდებულმა, თბილისში, 1981 წელს დაბადებულ ლ.გ.-ს ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენიმე ჭრილობა მიაყენა. მიყენებული დაზიანებების შედეგად ლ.გ. ადგილზე გარდაიცვალა”.
შსს აღნიშნავს, რომ დანაშაულის ჩადენის იარაღი ნივთმტკიცებადაა ამოღებული.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე: ადამიანები, რომლებიც დღეს მთავარ რუსოფობებად არიან დანიშნული, ღიად საუბრობდნენ, რომ რუსი ტურისტი, ფული იყო მათთვის მისაღები, ახლა აქვთ სრულიად განსხვავებული რიტორიკა, განსაკუთრებით, 2022 წლის შემდეგ

ონისე ცხადაძე – 3 დღის წინ საკანში შემოიყვანეს სამი პატიმარი ისე, რომ ჩვენთვის არ უკითხავთ – ხომ მაგრად იცავენ მომეტებული რისკის კრიტერიუმებს?! – გუშინ საღამოს შემდეგ ვითხოვ, რომ მოაგვარონ, მაგრამ არ აკეთებენ, რადგან ეს ხდება განზრახ