თბილისში, რესტორან „ქვევრში“ გვიან ღამით სროლა იყო – შსს-მ გამოძიება დაიწყო

გუშინ, რესტორან „ქვევრში“ სროლა იყო.
არსებული ინფორმაციით, მომხდარი ფინანსურ დავას უკავშირდება რესტორნის მეწილეებს შორის. გავრცელებული ინფორმაციით, სროლას წინ უძღოდა ფიზიკური დაპირისპირება. შემთხვევა გვიან ღამით მოხდა.
“ტვ პირველის” ინფორმაციით, დაპირისპირება იყო რესტორნის მფლობელს, ზურაბ ტიბუას და ლევან ბასლანძეს შორის, რომელიც ასევე “ქვევრის” ერთ-ერთი მეწილეა. ამავე ინფორმაციით, ის ტიბუას ჯერ ფიზიკურად გაუსწორდა, შემდეგ კი გაურკვეველი მიმართულებით ისროლა.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.

ასევე დაგაინტერესებთ

ეკა ხერხეულიძე: 14 წელია მიხეილ სააკაშვილი აღარ არის უმაღლესი თანამდებობის პირი. აქედან მეხუთე წელია იმყოფება პატიმრობაში. მთელი ამ დროის განმავლობაში, ა რ ც ე რ თ ყოფილ თანამდებობის პირს მის წინააღმდეგ არ მიუცია ჩვენება