ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ვის ეკუთვნის რესტორანი “ქვევრი”, სადაც გუშინ გვიან ღამით სროლა იყო?

ვის ეკუთვნის რესტორანი “ქვევრი”, სადაც გუშინ გვიან ღამით სროლა იყო?

გუშინ, რესტორან „ქვევრში“ სროლა მოხდა.
„ტვ პირველის“ ცნობით, დაპირისპირება რესტორნის მფლობელს, ზურაბ ტიბუას და მეწილე ლაშა ბასლანძეს შორის მოხდა, რის შემდეგაც ლაშა ბასლანძემ იარაღიდან გაისროლა – ოფიციალურად ეს ინფორმაცია დადასტურებული არ არის.
ტელეკომპანიის ცნობით, დაკითხვაზე იმყოფება ზურაბ ტიბუა, ხოლო ბასლანძე გამოკითხვაზე ამ დრომდე არ დაუბარებიათ.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.
bm.ge დაინტერესდა, ვის ეკუთვნის რესტორანი ქვევრი, გავრცელებული ინფორმაციის მიუხედავად, ტიბუა და ბასლანძე რეესტრში რესტორნის თანამფლობელებად მითითებული არ არიან. თბილისის და ბათუმის ” ქვევრის” წილის 100%-ს ბასლანძე ფლობს და ისაა დირექტორიც.

არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 7 სექტემბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.