ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

თბილისში, რესტორან „ქვევრში“ გვიან ღამით სროლა იყო - შსს-მ გამოძიება დაიწყო

თბილისში, რესტორან „ქვევრში“ გვიან ღამით სროლა იყო - შსს-მ გამოძიება დაიწყო

გუშინ, რესტორან „ქვევრში“ სროლა იყო.
არსებული ინფორმაციით, მომხდარი ფინანსურ დავას უკავშირდება რესტორნის მეწილეებს შორის. გავრცელებული ინფორმაციით, სროლას წინ უძღოდა ფიზიკური დაპირისპირება. შემთხვევა გვიან ღამით მოხდა.
"ტვ პირველის" ინფორმაციით კი, დაპირისპირება იყო რესტორნის მფლობელს, ზურაბ ტიბუას და ლევან ბასლანძეს შორის, რომელიც ასევე "ქვევრის" ერთ-ერთი მეწილეა. ამავე ინფორმაციით, ის ტიბუას ჯერ ფიზიკურად გაუსწორდა, შემდეგ კი გაურკვეველი მიმართულებით ისროლა.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 7 სექტემბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.