თბილისში ლოზუნგით – „თავისუფლება სინდისის პატიმრებს“ საპროტესტო მსვლელობა მიმდინარეობს

„თავისუფლება სინდისის პატიმრებს“ – ამ ლოზუნგით საზოგადოებრივი მაუწყებლიდან რუსთაველის გამზირის მიმართულებით აქცია-მსვლელობა მიმდინარეობს.
მოქალაქეების მაუწყებელთან რამდენიმე დღეა პროტესტის ნიშნად იკრიბებიან, ისინი პირდაპირი ეთერსა და აქციების დროს დაკავებულების გათავისუფლებას ითხოვენ.
აქციის მონაწილეები მსვლელობისას სკანდირებდნენ : „თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს!“, „ძირს რუსული რეჟიმი!..“
ამასთან, მზია ამაღლობელის მხარდამჭერმა აქციამ მთავრობის ადმინისტრაციიდან პარლამენტთან გადმოინაცვლა. აქციას სხვა მომიტინგეებიც შეუერთდნენ, რომლებიც საპროტესტო მსვლელობას საკანონმდებლო ორგანოსთან ელოდებოდნენ. აქციის მონაწილეები სტვენითა და შეძახილებით სკანდირებენ: “თავისუფლება მზიას, თავისუფლება პოლიტპატიმრებს” “თავისუფლება მედიას!”
დღეს საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები დედაქალაქის რამდენიმე წერტილში გამოხატავდნენ პროტესტს, საბოლოოდ კი საკანონმდებლო ორგანოსთან შეიკრიბებიან.
რუსთაველის გამზირზე მოქალაქეები, სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები პროტესტის ნიშნად ყოველდღე იკრიბებიან. 72-ე დღეს აქციის მონაწილეები ითხოვენ: ახალი არჩევნების დანიშვნას და აქციების დროს დაკავებულების გათავისუფლებას.

ასევე დაგაინტერესებთ

ნინო ჯღარკავა: მაინტერესებს, სად არიან ღარიბაშვილის დანიშნული მინისტრები, მოადგილეები, მისი კანცელარიის თანამშრომლები, მის მიერ თანამდებობაზე დანიშნული ქალები, კაცები აქ გინახავთ მათი პოსტები და კომენტარები? მისი მხარდაჭერა?

ნიკო მანაგაძე: თბილისის საქალაქო სასამართლოს მივმართე სასარჩელო მოთხოვნით, რომელიც შეეხება საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, ირაკლი კირცხალიას მიერ ტვ იმედის ეთერში, ჩემთან მიმართებაში გაჟღერებულ ცილისმწამებლურ ტყუილს