ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

აჭარის მთავრობის სახლთან ლოზუნგით - „თავისუფლება პოლიტპატიმრებს“ აქცია მიმდინარეობს

აჭარის მთავრობის სახლთან ლოზუნგით - „თავისუფლება პოლიტპატიმრებს“ აქცია მიმდინარეობს

„თავისუფლება პოლიტპატიმრებს“ - ამ ლოზუნგით აჭარის მთავრობის სახლთან, საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.
შეკრებილები სოლიდარობას უცხადებენ, თბილისში დაკავებულებს და მოითხოვენ მათ გათავისუფლებას.
მოქალაქეებს მეოთხე დღეა, კარვები აქვთ გაშლილი.
„ის რაც თბილისში ხდება, ეს არის საშინელება, ასე ვაპირებთ ცხოვრების გაგრძელებას? ასე ვეგუებით ადამიანების დაჭერას რომლებიც თავისუფლებისთვის და ევროპისთვის იბრძვიან, ჩვენ აქ ვართ 24 საათიან რეჟიმში“,- აცხადებენ შეკრებილები

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 2 თებერვალი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.