არქივი31 იანვარი, 2025, 21:23
ქუთაისში საპროტესტო აქცია - „თავისუფლება რეჟიმის პატიმრებს“ მიმდინარეობს

„თავისუფლება რეჟიმის პატიმრებს“ - ამ ლოზუნგით ქუთაისში საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები მსვლელობით ქუთაისის სააპელაციო სასამართლოსთან მივიდნენ.
როგორც შეკრებილები აცხადებენ, ისინი მოსამართლეების უსამართლო გადაწყვეტილებებს და ასევე ჟურნალისტ მზია ამაღლობელის საქმის წარმოებაში არ მიღებას აპროტესტებენ.
მათი თქმით, დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდნენ დაკავებული პირები.
სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები აქციების დროს დაკავებული ადამიანების გათავისუფლებას და ხელახალ არჩევნებს ითხოვენ.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 31 იანვარი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.