თბილისში „გირჩის“ მერობის კანდიდატი იაგო ხვიჩია იქნება

„გირჩმა“ თბილისის მერობის კანდიდატად იაგო ხვიჩია წარადგინა. ითქვა, რომ ის პრაიმერიზით შეირჩა. ვიცე-მერად ალექსანდრე რაქვიაშვილი დასახელდა. გარდა ამისა, პარტიამ საკრებულოს წევრობის სამი კანდიდატიც დაასახელა.
„ჩვენ ვგეგმავთ პოზიტიური საარჩევნო კამპანიის წარმოებას. მინდა, რომ თბილისელებს შევთავაზოთ კონკრეტული ხედვა და გეგმა იმის შეახებ, თუ როგორ უნდა იქცეს თბილისი იმ გაგებით მომავლის ქალაქად, რომ ამიერკავკასიის დიდი ეკონომიკური ცენტრი იყოს“, – აღნიშნა ხვიჩიამ.
თბილისის მერობის კანდიდატები უკვე წარადგინეს: „ქართულმა ოცნებამ“ – კახა კალაძე, „ლელომ“ და „გახარია საქართველოსთვის“ – ირაკლი კუპრაძე.

ასევე დაგაინტერესებთ

იაგო ხვიჩია: ნარკოტიკით გარდაცვლილი ყველა ადამიანი არის ჩვენი ხელისუფლების სინდისზე. რის გამოც ეს ადამიანი გარდაიცვალა, ხელისუფლების მოწყობილია. უაზრო ნარკოპოლიტიკით მოკლეს ადამიანი! (ვიდეო)

ტატა ხვედელიანი: ახლა, როდესაც მილოცვები დასრულდა და „ოცნებამ“ პროპაგანდაც აამუშავა, მთავარი კითხვა კვლავ პასუხგაუცემელია: რას ცვლის ეს გადაწყვეტილება სისტემურად და რა გარანტია გვაქვს, რომ მომავალ წელს ზუსტად იგივე პრობლემა აღარ განმეორდება?