პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

„გირჩის“ თბილისის მერობის კანდიდატი იაგო ხვიჩია იქნება

„გირჩის“ თბილისის მერობის კანდიდატი იაგო ხვიჩია იქნება

ოპოზიციურმა პარტიამ „გირჩი“ 2025 წლის თვითმმართველობის არჩევნებზე თბილისის მერობის კანდიდატად იაგო ხვიჩია დაასახელა. ის ამომრჩეველს მისმა თანაგუნდელმა ჰერმან საბომ წარუდგინა.
იაგო ხვიჩია გასული, მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრი იყო.
მომდევნო, 2025 წლის თვითმმართველობის არჩევნებში თბილისის მერობის კანდიდატები უკვე დაასახელა რამდენიმე პარტიამ:
· „ქართული ოცნება“ - კახა კალძე;
· „ლელო - ძლიერი საქართველო“ და „გახარია საქართველოსთვის“ - ირაკლი კუპრაძე;
· „კონსერვატორები საქართველოსთვის“ („ალტ-ინფო“) - ზურა მახარაძე.
2025 წლის თვითმმართველობის არჩევნები 4 ოქტომბერს უნდა გაიმართოს. ამ არჩევნებში დიდი ოპოზიციური პარტიებიდან მონაწილეობას აპირებენ „ლელო - ძლიერი საქართველო“ და „გახარია საქართველოსთვის“. მათ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმიც გააფორმეს, რომლის მიხედვითაც საერთო კანდიდატებზე უნდა შეჯერდნენ.
ამ არჩევნებში მონაწილეობაზე უარს ამბობენ „კოალიცია ცვლილებისთვის“, „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“, „ფედერალისტები“ და ა.შ.
მეხუთე პრეზიდენტი, წინააღმდეგობის მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი სალომე ზურაბიშვილი, არჩევნების თემას „შემოგდებულს“ უწოდებს - რამაც „გახლიჩა ოპოზიცია და დაასუსტა პროტესტი“.
ფორუმი

არქივის შესახებპირველწყარო: www.radiotavisupleba.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 26 აგვისტო 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.