ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

თბილისში "ალილოს" საზეიმო მსვლელობა სამების ტაძარში დასრულდა

ქრისტესშობის დღესასწაულთან დაკავშირებით, თბილისში "ალილოს" საზეიმო მსვლელობა დასრულდა. შობის მახარობლები რესპუბლიკის მოედანზე შეიკრიბნენ, რის შემდეგაც ალილოს მონაწილეები რუსთაველის გამზირის გავლით, სამების საკათედრო ტაძარში მივიდნენ, სადაც შეგროვებული ნობათი და საჩუქრები მიიტანეს. მსვლელობის დასრულების შემდეგ კი ტაძარში, შობის პარაკლისი აღევლინა.
ალილოს მსვლელობისას მიღებული შემოწირულება ბავშვთა სახლებში, სასჯელაღსრულების დაწესებულებებსა და მოხუცთა თავშესაფრებში გადანაწილდება.
ქრისტესშობის დღესასწაულის საზეიმო მსვლელობა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის ლოცვა-კურთხევით 2 000 წლიდან აღინიშნება.

არქივის შესახებპირველწყარო: rustavi2.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 7 იანვარი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.